ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.
„ევროპის კავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე, გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.