სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7886 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.95 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8208 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.74 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1553 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3522 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 ივლისიდან შევა ძალაში.