სამეგრელო-ზემო სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. გუბენრნატორმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შემდეგი ინფორმაცია მიიღო.

ამჟამად ექვსივე დაზარალებულ მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები მუშაობენ. არცერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის, სოფლებში სადაც ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა დაანგრიეს, დროებითი გადასვლელები მოეწყო.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში კერძოდ, თამაკონსა და აბედათში სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ხიდები დაანგრია. ხიდების დეფექტური აქტები უკვე მომზადებულია და შესაბამისი წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროშია გაგზავნილია. ხიდის აშენება უახლოეს დროში მოხდება, თუმცა მანამდე სოფელ აბედათში შემოვლითი გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინერეობს, ხოლო სოფელ თამაკონში დღის ბოლომდე საფეხმავლო ხიდი აშენდება.

რეგიონის მასშტაბით უკვე აღდგენილია წაქცეული ელექტროენერგიის ბოძები და შესაბამისად მოსახლეობისთვის აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. აბაშის მუნიციპალიტეტში კი ამ დრომდე მუშაობს ზარალის დამდგენი კომისია. აბაშაში სიმინდის, საზამთროს და სოიოს სავარგულები 1000 ჰექტარზე დაიტბორა.

მესტიის მუნიციალიტეტში სოფელ ნაკრაში   14 და 18 მეტრი სიგრძის  2 ხის ხიდი წაიღო ადიდებულმა მდინარემ, რის შედეგადაც 7 კომლი იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს. გაკეთდა დროებითი გადასასვლელი. მულახში ჟაბეშისა და შაბიანის ღელემ ჩამოიღო ნაშალი მასა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მოვარდილმა ღვრცოფმა სოფელ ნაკრაში მისასვლელი ცენტრალური სამანქანო გზის ნაწილი და ხიდი დააზიანა. განადგურებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯებირები და არსებობს ხიდის წაღების საშიშროება. ადგილზე მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს „ნენსკრა-ჰესის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   სტიქიის სალიკვიდაციოდ   ჩატარდა  ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და სანიაღვრე არხების ამოწმენდა. ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს სტიქიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარმიდამო ნაკვთები და სამეურნეო სავარგულები. ადგილზე პრემიერი და მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლობას შეხვდნენდ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი