სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელ აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7484 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7652 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.68 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8168 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8299 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1533 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3649 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აგვისტოდან შევა ძალაში.