ეროვნული ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.73 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8030 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8168 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.38 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1527 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3444 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 აგვისტოდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი