დღეს დიდგორობაა

დღეს დიდგორობა აღინიშნება. თეთრიწყაროში დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაკეთდება. სპეციალურ ადგილებზე მოეწყობა საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სამოსი და კულინარია.

სტუმრებისთვის გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა. ასევე, საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი