ერთი კვირაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო ერთ კვირის ჩათვლით კოვიდ ინფიცირების, გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14-21 აგვისტოს პერიოდში კოვიდ 19-ის 12 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 329 ადამიანი, ხოლო ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 16.98%, ბოლო 14 დღის – 16.78%.

ცნობისთვის, 7-14 აგვისტოს კოვიდსტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კოვიდის 12 338 ინფიცირება, 12 766 გამოჯანმრთელება და 6 გარდაცვალება იყო დაფიქსირებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი