სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიანი ამინდი 29 აგვისტომდე გაგრძელდება, რაც ხანძრის რისკებს ზრდის. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლიუს 36 გრადუსი იქნება.
“სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომი-ახალციხის ტერიტორიაზე, შენარჩუნებული იქნება კვლავ მაღალი ტემპერატურა და ქარის სიძლიერე, რაც გამოიწვევს ხანძრის გაჩენასა და ხანძრის კერების გადაადგილებას. 28 აგვისტოს შემდეგ, მოხდება როგორც დასავლეთ, ასევ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის დაკლება. ხოლო, 28 აგვისტომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო და ცხელი ამინდი. დასავლეთ საქართველოში 35-40 გარადუსის ფარგლებში ველოდებით, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 31-36 გრადუსი იქნება”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.