სვანეთში, ლატალის და ფარის თემში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებითაა, შესაბამისად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხის დაცემა გახდა. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია ავიაცია.
მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის თქმით, ხანძრის სავარაუდოდ მიზეზი ხეებზე მეხის დაცემა გახდა.
„ამ წუთებში სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენია ჩართული. ზუგდიდიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურია ამოსული, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ქრობის პროცესი. ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. ტექნიკა ვერ უდგება ვერანაირად. მდინარეში ავზებს ვაკეთებთ, რომ წყლის აღება გაუადვილდეს ვერტმფრენს და შორიდან არ იყოს მოსატანი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.