7 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო-პრო ჯორჯოა”-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ფოთში – 10:30-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს:ფარნავაზ მეფის, აღმაშენებელის, კოსტავას,ნინოშვილის, პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე 9 აპრილის ხეივანს.


ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: პირველ მაისსა და კოლხეთს.


მესტიაში – 09:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: დიზის,ლახამულას,ხაიშსა და მიმდებარე სოფლებს.


აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი