ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისში, ბარ-რესტორან “პალატში” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პრომოუშენ ჯორჯიას“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ პროექტის მიზანია ქუთაისის, ონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა, არსებული და ახალი ღირსშესანიშნაობების პოპულარიზება, სასოფლო და აგროტურიზმის აღწერა და მხარდჭერა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ბაზა, რომელიც ხელმისწავდომი იქნება როგორც ცალკეული ტურისტებისთვის, ისე ტურისტული კომპანიებისთვის.
მოხდება აღწერა საცხენოსნო, საფეხმავლო ბილიკების და საინტერესო მარშრუტების. ასევე, მოხდება გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა როგორც კერძო სექტორთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტი პოლონეთის განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. მას პოლონური ორგანიზაცია ICAD ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პრომოუშენ ჯორჯიასთან“ (www.promotiongeorgia.com) ერთად ახორციელებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღოს როგორც ფეისბუქგვერდის (visit oni, visit martvili) , ასევე ინტერნეტ პორტალ www.visitkutaisi.com საშუალებით.