14 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, 14 სექტემბერს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდში – 13:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ცოტნე დადიანის, ნინოშვილის, კედიას, რუსთაველის, თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებს.


ფოთში – 10:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭავჭავაძის,სააკაძის,ბარნოვისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი