პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

“გაწვევას დაექვემდებარებიან პირები, რომლებსაც აქვთ სამხედრო გამოცდილება, არიან თადარიგის სამხედროები. სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე ყველა გაივლის დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით,“ – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რის წინაშეც რუსეთი ბოლო დროს აღმოჩნდა.

„მობილიზაცია რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი