ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალს სახელი შეუცვალეს

ფოთში, ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, სახელი შეეცვალა და “ფოთის საერთაშორისო ფესტივალი” ეწოდა.

საჭადრაკო ფესტივალის სახელის ცვლილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრები აპროტესტებენ და მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიზირებულს უწოდებენ, რადგან მათი განცხადებით, ცნობილი მოჭადრაკე ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას დედაა.

საჭადრაკო სკოლაში კი აცხადებენ, რომ  ფესტივალს  ტურნირის მასშტარუბობიდან გამომდინარე და ქალაქის როლის უკეთ წარმოსაჩენად გადაერქვა სახელი.

ფოთის საჭადრაკო საერთაშორისო ფესტივალი ნანა ალექსანდირიას სახელს 10 წლის მანძილზე ატარებდა. ის “ფოთის საერთაშორისო ფესტივალის” სახელწოდებით წელს მეთერთმეტედ გაიმართება, რომლის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ტურნირის ჩატარებაა დაგეგმილი.

საერთაშორი დიდოსტატი, ნანა ალექსანდრია 12 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ორჯერ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი