სამეგრელოში, მარტვილში კვეშელავების ოჯახი დააყაჩაღეს. სახლიდან ძვირფასეულობა და თანხა წაიღეს.
ქურდობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
დამნაშავეები სახლში გვიან ღამით შევიდნენ, როცა ოჯახის წევრებს ეძინათ. მათ სეიფი გატეხეს.
ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.