ლარი კვლავ გაუფასურდა – ვალუტის კურსი

ეროვნულმა ბანკმა 27 სექტემბრის ვალუტის გაცვლითი კურსი დაადგინა:1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8344 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8344 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8286 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7352 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0266 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი