ა(ა)იპ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებასა“ და სსიპ ,,საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ა(ა)იპ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორმა ნათია ფიფიამ და სსიპ „საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისა“ და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა მოაწერეს.
N1 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კონსტანტინე კაკავა და მაიზერ ნანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარების და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომუშავე პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია აქტიური ურთიერთანამშრომლობა, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, აგრეთვე, ხელი შეეწყობა მოსწავლეთა განვითარებასა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას.