ანაკლია IV საერთაშორისო კავკასიურ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ჩერქეზული(ადიღური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩში”, IV კავკასიური ლიტერატურული ფესტივალი ,,ანაკლია 2022″  გაიხსნა, რომელიც   ორდღიანია და  ხვალ დასრულდება.

ფესტივალი ტრადიციულად ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა  მემორიალთან გაიხსნა.

ანაკლიის ფესტივალზე ახალ ლიტერატურულ გამოცემათა პრეზენტაცია შედგა.

წარმოდგენილი იყო ჩერქეზული, ქართული, აფხაზური, ჩეჩნური, ბალყარული, ინგუშური, ოსური, დაღესტნური და სხვა კავკასიური ლიტერატურის შემოქმედებითი ნიმუშები. 

ფესტივალში მონაწილეობას  იღებენ სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ცნობისთვის, ფესტივალს საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. 2018 წელს ღონისძიება თამაზ ჟორჟოლიანის, ხოლო 2019 წელს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას მიეძღვნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი