სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 96,68% ანუ 962 ხმა მოიპოვა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

ამასთან, ცნობილია, რომ წინასწარი შედეგებით, „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, არჩევნებში ხმათა მხოლოდ 3,32% ანუ 33 ხმა მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი