პოლონეთში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი ნახეს

პოლონეთში, ქართველი ემიგრანტი ბინაში გარდაცვლილი ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, 26 წლის ჯანო სიჭინავა ქალაქ სლუპსკში სამუშაოდ იყო წასული.

გარდაცვალების შესახებ ოჯახს, ადგილობრივმა ემიგრანტებმა აცნობეს.

რა გახდა სიკვდილის მიზეზი უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ჯანო სიჭინავას ოჯახი ანაკლიაში ცხოვრობს. ახალგაზრდის გადმოსვენებისთვის ახლობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი