საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებს:
“შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს ბომბავს. ოკუპანტებს სარაკეტო იერიში მიაქვთ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. ამ დროისთვის რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 75 რაკეტა გაუშვა, აქედან 41 უკრაინელებმა გააუვნებელყვეს. რუსულ ავიაიერიშს არსებული ინფორმაციით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.