კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, როსტისლავ სმირნოვი ამბობს, რომ კიევში დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი – დაშავდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, 6 ავტომობილს – ხანძარი გაუჩნდა, საერთო ჯამში, 15-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა“, – აცხადებს სმირნოვი.

ცნობისთვის, კიევში დღეს დილიდან აფეთქების ხმა ისმოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი