მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები წერენ.
“ტელეგრამ არხებზე” წერენ, რომ რაკეტები დააფიქსირეს კიევის ოლქში.
აფეთქებების ხმა ისმის ოდესაშიც. “უნიანის” ინფორმაციით, ოდესის ოლქში, მიკოლაივში უკრაინელებმა 8 დრონი გაანეიტრალეს.
საჰაერო თავდაცვა მუშაობს ვინიცასა და ჟიტომირშიც, სადაც ასევე ისმის აფეთქებების ხმა.