დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის.

„სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინ იქნას შემოშვებული და ვინ არა ქვეყანაში და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი