ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მეექვსე კლასელ მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ ზებრაზე პირველი საგაკვეთილო პროცესის შესვენების დროს გადადიოდა.
დაშავებული ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მძღოლი პოლიციამ უკვე დაკითხა.