თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევა სენაკის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.