ზუგდიდში ჩეხეთის სენატორები ჯანდაცვის ობიექტების მუშაობას გაეცნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელთან იანა ზელინგეროვასთან და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სენატორებთან ერთად სტუმრობდა.

დელეგაციის წარმომადგენლები სკრინინგ ცენტრში და რუხის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია,  მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და მისი ტექნიკური აღჭურვა.

ცნობისთვის, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, ხოლო  რუხის კლინიკას 190 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი