მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
მერის წარმომადგენელი, ჯონი თოშხუა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 7 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.
“ვტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ლევან გვაზავა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს”, – ამბობს თოშხუა “გურია ნიუსთან” საუბრისას