ეს პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხერსონის დაცემა ვლადიმერ პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა.

„ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის, ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა.

ძალიან ვამაყობ ჩვენებით!“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ჯარების გაყვანის შესახებ ბრძანება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი