1 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 1 დეკემბერს შეეზღუდება:


ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში ბუკიას, თამარ მეფის, რუსთაველის, ზ.გამსახურდიას, მ.ჯავახიშვილის, წერეთლის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ოდიში, ყულიშკარი, ნარაზენი, აბასთუმანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებს. 12:00დან 18:30საათამდე ქ.ზუგდიდში ბერიას, ჩიტაძის, ოდიშის, ფალიაშვილის, ჯანაშიას, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებს ახ.აბასთუმანი.


ფოთი.14:00დან 15:00საათამდე მეშვიდე კილომეტრის მიმებარე ტერიტორიას.


ხობი. 11:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ქარიატა, ყულევი, შუა ხორგა. 14:00დან 15:00საათამდე სოფლებს პატარა ფოთი, შავღელე, საჭოჭუო, ჭალადიდი და მიმდებარე სოფლებს.


მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი