23 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ხობში, სოფელ ხეთაში ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა. 23 წლის დავით კანკიამ, მამის საფლავზე სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

გარდაცვლილი ბოლო ორი წლის მანძილზე სამსაჯო კორპუსში იყო და პირველი კატეგორიის არბიტრი გახლდათ. იყო ასაკობრივი გუნდების შეხვედრებში მთავარი არბიტრი, ლიგა 4-ში გვერდითი მსაჯი და ლიგა 3-ში, ბევრ შეხვედრაში დამხმარე მსაჯის ფუნქციას ასრულებდა.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი