ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში, თამარ მეფის, ჭავჭავაძისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩებზე  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე  ბესიკ ჭეჟია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ. 

პროექტი ეზოების კეთილმოწყობას, გამწვანებას, სანიაღვრე არხების, სკამების,  საჩრდილობლების, გარე განათების მოწყობასა და სხვა სახის  სამუშაოებს ითვალისწინებს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტი  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი