აფხაზმა ბლოგერმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი “სახელმწიფოს ღალატში” ადანაშაულებს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება ღალატში ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა

ბუავა ამბობს, რომ ის გამარტივებული წესით გახდა საქართველოს მოქალაქე, იანვრიდან კი, მისივე თქმით, ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება ადამიანებისთვის „ოკუპირებული ტერიტორიებიდან“

დაური თბილისში გასული წლის შემოდგომიდან ცხოვრობს. ის არის ახალგაზრდული მოძრაობის „ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

ბუავას Tiktok-ის ანგარიში მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას დაედო საფუძვლად. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიაჩნიათ, რომ მისი ვიდეოები მიმართულია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების საზიანოდ

კომენტარები

დატოვე კომენტარი