საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადასცა, ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს.

ცესკო-ში გამართულ შეხვედრას, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეც ესწრებოდნენ, ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიას კიდევ ერთხელ განაახლებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი