ფაქტობრივად სიცოცხლისთვის ბრძოლის ზღვარზეა – ედუარდ სააკაშვილი მამაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

“თვეების განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას, მაგრამ მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა და ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით სწრაფად ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნახვა საშინელება იყო. გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რამდენად გაუარესებულია მისი მდგომარეობა”, – ამბობს ედუარდი.

მისი თქმით, ხელისუფლება ავრცელებს ინსინუაციებს, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ როდესაც ხედავ კადრებს, ცხადია, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ედუარდი მამის საქართველოში ვიზიტე მცდარ ნაბიჯს უწოდებს.

“ის, როგორი რეაგირებაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა, ცხადია იმაზე უარესი იყო, რასაც ვინმე ელოდა. ერთია ვინმე ჩასვა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, მძიმეა ოჯახისთვის, მაგრამ მეორეა ადამიანის ასეთი უგულებელყოფა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში, აშკარაა, რომ ფაქტობრივად სიცოცხლისთვის ბრძოლის ზღვარზეა – ეს მოულოდნელი იყო“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა

კომენტარები

დატოვე კომენტარი