მძიმე დიაგნოზები აქვს, ზოგიერთი კი სასიკვდილოა – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ამასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი. ახლა, ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელიც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ [მედიკოსების თქმით] შეიძლება ვერ გადაიტანოს”, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის კლინიკაში მისვლას აზრი არ აქვს.

„რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს – რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი“, – აცხადებს გიული ალსანია.

მისი თქმით, მიხელ სააკაშვილს მასთან არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ ენდობა.

ალასანია ვარაუდობს, რომ სააკაშვილი ამ უნდობლობის შესახებ ადვოკატს ესაუბრა.

გარდა ამისა, ალასანიამ ისაუბრა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესების გამართვა დროში იწელება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი