უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები.
„ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს – დაბომბეს ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ხალხი, დაინგრა შენობები”, – წერს ტიმოშენკო.
მისივე ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს და გამოძიებაც მიმდინარეობს.
რუსეთი უკრაინაში მინდინარე წლის თებერვლის თვეში შეიჭრა სა აგრესიული ომი წამოიწყო, რასაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.