„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ინგირს,ჩხორიას,ტყაიას,ლიასა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ერისთავს,კრილოვისა და მიმდებარე ქუჩებს.
მესტიაში – 14:30-დან 15:00 საათამდე სოფლებს: ნაწიქსვილარს,ლებორცხილასა და ბარაჯაშის.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.