“მომავლის ბანაკისთვის” ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევაზე მუშაობა მიმდინარეობს

როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ის ადგილიც ექცევა, სადაც “მომავლის ბანაკია” განთავსებული. ბანაკი წელს ბოლოჯერ გაიხსნა და პირველი დამსვენებლებიც მიიღო. ღონისძებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა, რომელსაც ვკითხეთ, რა ბედი ეწევა “მომავლის ბანაკს” პორტის მშენებლობის დაწყების შემდეგ.

მინისტრის განმარტებით, პროექტის პოპულარობიდან გამომდინარე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევაზე მუშაობა მიმდინარეობს. ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა გიგა გაბელაიამ კი “newsportal.ge”-ს განუცხადა, რომ ახალი ბანაკი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომავალ წელს აუცილებლად გაიხსნება, თუმცა მთავრობაში ჯერჯერობით ახალი ტერიტორიის ადგილსამყოფელს არ აკონკრეტებენ.

“იმდენად პოპულაური პროქეტია და იმდენი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ზრუნავს ამ საკითხზე და ამ ტერიტორიის ალტერნატიული ტერიტორია შერჩეული იქნება და არანკლებ პირობებში დაისვენებს ათასობით ბავშვი. გარდა ამისა, მსგავსი ბანაკი არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მისი პოპულარობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სხვა რეგიონებშიც უნდა მოეწყოს და ასეც იქნება”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი