ანაკლიის “მომავლის ბანაკში” ოკუპირებული აფხაზთიდან 50 მოზარდი დაისვენებს

ანაკლიის “მომავლის ბანაკში” ოკუპირებული აფხაზთიდან 50 მოზარდი დაისვენებს. ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინფორმაციით მოსწავლეები ოკუპირებულ გალში ცხოვრობენ. მათი ნაწილი ბანაკის პირველივე ნაკადში ისვენებს.

გალელ ახალგზრდებს განსაკუთრებულად მიესალმა სპორტისა და ახალგაზრდოსბის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი თავის გამოსვლაშიც.

ცნობისთვის 17 ივლისს, 21:00 საათზე ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი” გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სპოტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. ანაკლიის ბანაკში წელს 2304 მოზარდი, რვა ნაკადად დაისვენებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი