პილიციამ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის მიმდებარედ 7-8 მარტს გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან 132 თავისუფალია, 1 კი პატიმრობაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით რჩება. 

უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებული თ.ა. 7 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.

შეგახსენებთ, მოქალაქრები “რუსულ” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რასაც დაპირისპირება და დაკავებების სერია მოჰყვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი