“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია ქალაქში შეჩერებულ მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის წარმომადგენლებმა ანი წითლიძემ და ლევან კონჯარიამ სპეციალური ბრიფინგი საგანეგბო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალ შენობასთან გამართეს, რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე შეჩერებულია.
“ეს არის უნიათო მთავრობა. არათუ ახალი შენობის მშენებლობა, უკვე აშენებულსაც ვერ უვლიან. ყინულის სახლი რა მდგომარეობაშიცაა, ხედავთ, თეატრი და კიდევ ბევრი შენობა, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ. ეს მთავრობა უნდა გავისტუმროთ 8 ოქტომბერს”, – აცხადებს ლევან კონჯარია.
ანი წითლიძე კი მშენებლობის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშენებლობაში თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხმები ჩაიდო, მოგვინებით კი ზუგდიდის საკრებულომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა და მშენებლობა შეჩერდა.