ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ფოთში, პროექტ ,,ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის “დღეს” ორგანიზებით იმართება.

ფესტივალი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გახსნა თბილისის ,,რკინის თეატრმა“ სპეციალურად მისთვის შექმნილი პროდუქციით ,ჩიტები’’.

სპექტაკლს წინ უძღვოდა 15 წუთიანი შოუ-პროგრამა თბილისის ,,დრამ შულისა’’ და მსახიობების მონაწილეობით, რომელიც თეატრის წინ, ღია სივრცეში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, თეატრის ფოიეში გამოფენა მოეწყო.

ფესტივალი ათდღიანია და 27 ივლისს დასრულდება, მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსისა და პოლონეთის რეგიონალური თეატრები.

ფესტივალის გახსნის ცერემონიას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული კულტურის მოღვაწეები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი