“ნაცინალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლბის შეჩრებას ეხებოდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ეხმაურებიან. უცვლელად გთაბაზბთ უწყების მიერ გაკეთბულ განცხადებას:
“2015 წლის ნოემბერში, ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი შენობა. ე.წ. ,,დაკონსერვებული’’ შენობის გასარემონტებლად საჭიროა დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სამინისტრომ განსაზღვრა რა პრიორიტეტები, მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ გაეძლიერებინა სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, 4,833,906.00 ლარი, იმაზე ნაკლები თანხა, რომელიც სჭირდებოდა აღნიშნული შენობის გარემონტებას,ხმარდება 14 დანაყოფის რეაბილიტაციას სხვადასხვა რეგიონებში და 2 ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის აშენებას დაბა სტეფანწმინდასა და დაბა ჩაქვში.”
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ლევან კონჯარიამ და ანა წითლიძემ, ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ახალი შენობის წინ ბრიფინგი ჩაატარეს და მშენებლობის შეჩერება გააპროტესტეს.