სპორტის მინისტრი სამეგრელოში

სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა,  ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლებთან  ერთად სენაკსა და აბაშაში ქუჩის სავარჯიშოები დაათვალიერა. პროექტს სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტრო ახორციელებს.

სპორტის მინისტრი დღესვე სენაკის ფუტსალის გუნდს სტუმრობდა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა სპორტსმენებს ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცა.

მინისტრმა სენაკში და აბაშაში საფებხბურთო სტადიონები და სპორტული დარბაზები დაათვალიერა, სპორტსმენებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ხეჩიკაშვილის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ინვენტარით აღიჭურვა თბილისისა და რეგიონების არაერთი სპორტული ობიექტი და საჯარო სკოლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი