უბედურ შემთხვევის შედეგად, ლუგელას ხეობაში დაღუპულების ოჯახებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სამძიმარს უცხადებს.
„ის რაც ლუგელას ხეობაში მოხდა ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევას სამწუხაროდ ჩვენი რეგიონის 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ჩემი თვალით ვნახე ის უბედურება რაც ამ ხეობაში ახლა ხდება. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს.
მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. ამ უბედური შემთხევის შედეგად ხუთი მოქალაქე დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი გამოჯანმრთელებისთვის“, ნათქვამია გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უბედური შემთხვევა ლუგელას ხეობაში წუხელ მოხდა, კამაზი ტიპის ავტომანქნაის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი ავტომობილი გადაბრუნდა და ხეობაში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქნაში მყოფი 11 ადამიანიდან 4 გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა. გარდაცვლილებიდან 2 ჩხოროწყუს დანარჩენი კი ზუგდიდის და წალენჯიხის მკვიდრები არიან.