ლუგელას ხეობაში 4 მამაკაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა წუხელ გვიან ღამით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში. “კამაზის” ტიპის სატვირთო ავტომანქნა, რომელშიც 11 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს შეეჯახა. გადარჩენილი მეტყევეების ინფორმაციით, მართვის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, რის შემდეგადაც მანქანა გადაბრუნდა.  4 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მათგან 2 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, ორი კი ჩინური კომპანიის მიერ დაქირავებული ადგილობრივი მეტყევეა.

უბედური შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, დაშავებულ სამ მოქალქეს კი დახმარება ჩოროწყუს საავადმყოფოში გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე საგაგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. ამ წუთებში ხეობაში გარდაცვლილების გადასვენების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევის ადგილზე მივიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი