ფოთში ზღვაში 2 მოზარდი დაიხრჩო

ფოთში ორი მოზარდი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები დღის მეორე ნახავარში საბანაოდ გავიდნენ და მას შემდეგ გაუჩინარდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისათვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

14 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს.

პარალელურად მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ინფორმაციას “რადიო თბილისი” ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი