სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ინგირს,კოკის,დარჩელს,ორსანტიას,კახათს,ყულიშკარსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 10:00-დან 17:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჩეხოვის,ჭყონდიდელის,ლერმონტოვის,ჩიტაძის,კიკვიძის,ჭავჭავაძის,აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე მალთაყვის დასახლების ნაწილს.

წალენჯიხაში – 11:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: ობუჯის,ნაკიფუსა და მიმდებარე სოფლებს.

მესტიაში – 09:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლატალის,ახალშენს,ფარისა და მიმდებარე სოფლებს.

მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: სალხინოს,ნაჯახაოს,ნაგებერაოს,ონოღიასა და ბანძას.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ქვალონს,ნოჯიხევსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი