საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა – პრეზიდენტი უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი